როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9-11 ივნისს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან 11 ივნისის დღის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.