"სტრატეგია აღმაშენებელი" ინიციატივით გამოდის, 20 ივნისს დაზარალებულებს სახელმწიფომ პენსია დაუნიშნოს - კვირის პალიტრა

"სტრატეგია აღმაშენებელი" ინიციატივით გამოდის, 20 ივნისს დაზარალებულებს სახელმწიფომ პენსია დაუნიშნოს

"სტრატეგია აღმაშენებელი" გეგმავს დაარეგისტრიროს კანონპროექტი, რომლითაც 20 ივნისს დაზარალებულებს სახელმწიფო პენსიას დაუნიშნავს, კომპენსაციას გადაუხდის და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის პასუხისმგებლობას აიღებს.

პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ამნისტიის კანონიდან ასევე ამოღებული უნდა იქნას უარის თქმის პრინციპი.

"სამწუხაროდ, ამნისტიის კანონი იქცა ისევ პოლიტიკური ძიძგილაობის საგნად და ვფიქრობ, ეს ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაციას. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ "ქართულ ოცნებას", რომელიც კობახიძის "ნოუჰაუთი" ცდილობს გაართულოს ამნისტიის კანონის იმპლემენტაცია. მეორე მხრივ ვხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ეწინააღმდეგება აბსოლუტურად ყველაფერს ამ საკითზე. "სტრატეგია აღმაშენებელი" გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური კანონი, რომლითაც 20 ივნისს დაზარალებულებს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია, დაენიშნება პენსია სახელმწიფოს მხრიდან და რაც მთავარია, მთელი მათი ცხოვრების მანძილზე სახელმწიფოს ექნება სრული ვალდებულება უზრუნველყოს მათი სამედიცინო ხარჯების დაფარვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაცია," - განახადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"