3 ლარი საბანკო ანგარიშზე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული 50 000 - რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე? - კვირის პალიტრა

3 ლარი საბანკო ანგარიშზე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული 50 000 - რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე?

"ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე", - გუბაზ სანიკიძის გასული წლის ნოემბერში ნათქვამი ეს ფრაზა ლამის ფრთიან გამონათქვამად იქცა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა-არშესვლის მრავალთვიანი დავიდარაბის განმავლობაში. ევროპელების მართლაც განსაცვიფრებელი ძალისხმევისა და სიჯიუტის წყალობით, პარლამენტში საბოლოოდ ყველა პოლიტიკური ძალა შევიდა.

ყველაზე ბოლოს, 8 ივნისს, საკანონმდებლო ორგანოში შეაბიჯეს "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო შექმნილი ბლოკის ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია") დეპუტატებმა, მათ შორის გუბაზ სანიკიძემაც.

საპარალამენტო სხდომის მიმდინარეობისას, "გირჩის" დეპუტატების მიერ ორგანიზებულ "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში გუბაზ სანიკიძეც მოხვდა, რომელმაც კითხვას, - რა ემოციებით მივიდა პარლამენტში? - ასე უპასუხა:

"სიმართლე რომ გითხრათ, მაინც და მაინც არ მქონდა ემოციები. ამ შენობასთან დაკავშირებით არ მაქვს კარგი შეგრძნებები, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აქ მოვაწერე. ეს შენობა დამწვარიც მაქვს ნანახი, ქართველების სიჯიუტის გამო, ამიტომ არ მიყვარს, რომ არ დაგიმალოთ".

მან ასევე განაცხადა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კი არ დასრულდა, სახე იცვალაო და დასძინა: "ოპოზიცია პარლამენტში ერთად რომ შემოსულიყო, კარგი იქნებოდა". გააგრძელეთ კითხვა