"საუბარი, რომელიც ფაქტებს არ ეყრდნობა, ჭორაობაა" - კვირის პალიტრა

"საუბარი, რომელიც ფაქტებს არ ეყრდნობა, ჭორაობაა"

"სულ მცირე უხერხულია, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შს მინისტრი საუბრობს იმ გუნდთან მიმართებაში და ისეთ საკითხებზე, რომელიც არაფერში ჯდება და არის ტყუილი", - ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებებს.

მისი თქმით, მსგავსი საუბარი, რომელიც ფაქტებს არ ეყრდნობა, ჭორაობაა.

"როცა საუბრობს ნეპოტიზმზე და კორუფციულ სქემებზე, თუ ფაქტები აქვს, უნდა დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის უხერხული და თვითონ იყენებენ ხოლმე სიტყვა ჭორაობას, სწორედ ამას ემსგავსება ასეთი საუბარი საკითხებზე, რომელზეც ინფორმაცია უნდა ჰქონოდა თუ ასეთს ჰქონდა ადგილი და რეაგირებაც უნდა ჰქონოდათ. მათი პასუხისმგებლობაა თუ იცოდა და რეაგირებას არ ახდენდნენ,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების განცხადებებს გუშინდელ პლენარულ სხდომასთან დაკავშირებით, ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან ასე გამოეხმაურა:

"ახლა გამოჩნდება პლენარულ სხდომათა დარბაზში ცოტა ხანში, დააკვირდით, ვის ვისი შეეშინდება და რა მოხდება - საინტერესო სცენარები გელით, ყურადღებით გააშუქეთ".

ოხანაშვილის თქმით, გუშინ სხდომა კი არ გადაიდო, არამედ განსახილველი საკითხები ამოიწურა.

"რა შეიცვალა ახლა, მითუმეტეს, თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს და რატომ შემოვიდნენ? ეს არის უპრინციპობის გამოხატულება და იმის, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფს პოლიტიკური მიზნებისთვის შეუძლია ყველაფერზე წავიდეს. სესია კი არ გადადებულა, საკითხები ამოიწურა, 12 საათიდან ინტენსიურად ვიმუშავეთ, ამიტომ დღეიდან ვიწყებთ იმ საკითხების განხილვას.

"ნაციონალური მოძრაობის" როგორ შეიძლება გეშინოდეს, ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"