"დააპურე ფანი შენი" - კვირის პალიტრა

"დააპურე ფანი შენი"

ლედი გაგამ ლონდონში თავისი თაყვანისმცემლები "დააპურა". მას ფანები, ე.წ. "პატარა მონსტრები" მუდამ კუდში დაჰყვებიან. სუპერვარსკვლავი კი მათთან ურთიერთობას ძალიან უფრთხილდება. ამიტომ სასტუმროს შესასვლელთან ფანებისადმი სიყვარული ორიგინალურად გამოხატა - ლანგრით ხელში მივიდა და ნამცხვრები თავად დაურიგა მათ. ასევე მოიქცა გაგა შარშან პარიზში. სიცივით აბუზულ ერთგულ ფანებს ცხელი შოკოლადით გაუმასპინძლდა.