შუქრუთის მოსახლეობამ შიმშილობა შეწყვიტა - კვირის პალიტრა

შუქრუთის მოსახლეობამ შიმშილობა შეწყვიტა

შუქრუთის მოსახლეობამ პროტესტი და შიმშილობა შეწყვიტა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ნეფარიძემ განუცხადა, შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" შორის შეთანხმება შედგა.

"შევთანხმდით, მოხდა ჩვენსა და კომპანიას შორის შეთანხმება, ოფიციალურად გაფორმდა დოკუმენტაცია ხელმოწერით და ამის შემდეგ შეწყდა პროტესტი. ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება", - განაცხადა ნეფარიძემ.

ცნობისთვის, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდა. მათმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. როგორც ისინი აცხადებდნენ, კომპანიის საქმიანობის გამო სახლები ენგრევათ.