13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა - კვირის პალიტრა

13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. 12:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნის მემორიალს ყვავილებით შეამკობს.

მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დაკარგულია.

სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო - მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი.

უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა.

მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"