კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნიუ ჰოსპიტალსში" განუცხადეს, ამჟამად კლინიკაში სამი პაციენტია მოთავსებული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მათივე განმარტებით, ორ ადამიანს ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

"ერთი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა", - განმარტავენ "ნიუ ჰოსპიტალსში".

ცნობისთვის, კრწანისის ქუჩაზე ავარია 12 ივნისს მოხდა. სატვირთო ავტომანქანა რამდენიმე მანქანას დაეჯახა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.