როგორი ამინდი იქნება საქართველოში 15-19 ივნისს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 15-19 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

"ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსი იქნება.

თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.