თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება - რას აცხადებენ "თელასში"? - კვირის პალიტრა

თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება - რას აცხადებენ "თელასში"?

თბილისის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწდება, Ambebi.ge შეეცადა "თელასში" გაერკვია რა გახდა ამის მიზეზი?

"ჩვენი ინფორმაციით, დედაქალაქის ნახევარს არ მიეწოდება დენი. სისტემიდან შეუწყდა ჩვენს ქვესადგურებს მოწოდება. მიზეზი არ ვიცით, სახელმწიფო ელექტრისისტემამ უნდა გვითხრას, რა გახდა დენის მოწოდების შეწყვეტის მიზეზი" .- განაცხადა თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.