"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი" და ჰიდროელექტროსადგური "ენგურჰესი", რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"