"9 წელი გავიდა და აგერ უკვე მეორედ ფაფხურობ პრემიერის პოსტზე..."
"გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და მისი კუთვნილი "კისტის" თოფის დაბრუნებას სთხოვს:
"2012 წელს, როდესაც შსს მინისტრი იყავი, სურამში, ჩემი მშობლების სახლში ჩხრეკა ჩაატარეთ.
ჩხრეკის შედეგად, მე რომ ბავშვობაში მაჩუქეს, ის კისტის თოფი წაიღეთ.
იმის შემდეგ 9 წელი გავიდა და აგერ უკვე მეორედ ფაფხურობ პრემიერის პოსტზე...
ჰოდა, ამხელა კაცი ხარ, არ გიტყდება მაინც?
ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ საქართველოს პრემიერო?!", - წერს ხაჩიძე.