ცნობილია ვინ იქნება ნინოწმინდის პანსიონის მმართველი, მთავარეპისკოპოს სპირიდონის წასვლის შემდეგ - კვირის პალიტრა

ცნობილია ვინ იქნება ნინოწმინდის პანსიონის მმართველი, მთავარეპისკოპოს სპირიდონის წასვლის შემდეგ

ნინოწმინდის პანსიონის მმართველობიდან მთავარეპისკოპოსი სპირიდონი წავიდა, მის ადგილს კი ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი დაიკავებს.

როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა.

„მოხდა ისე, რომ მეუფემ თავის ნებით ეპარქიაში დაბრუნდა. საპატრიარქოს გადაწყვეტილებაა. სპირიდონი იყო დირექტორი აქ და ახლა ვარ მე. ჩვენ მეუფე სპირიდონთან ერთად ვაპირებდით, გაგვეკეთებინა ეს ცვლილებები, რაც გასაკეთებელი იყო, მაგრამ იცით, რომ გარკვეული მოვლენების გამო მეუფეს ამის გაკეთება არ დასცალდა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

"ინტერპრესნიუსი"