გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა
პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა. პარტიის ინფორმაციით, გახარია დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.
"გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დღეს გაემგზავრნენ და შეხვედრები ექნებათ როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატოში. ამასთან, ისინი შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან", - აცხადებენ პარტიაში.