"ქუთაისის ცენტრში სროლა იყო" - რას ჰყვება თვითმხილველი?
ქუთაისის ცენტრში სროლა იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე ჩხუბის ხმა გაიგეს, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც რამდენიმე გასროლა მოჰყვა.
სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ბინაში მუშაობდა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
"ინტერპრესნიუსი"