"რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ეს თარიღი ყოველ წელს ღირსეულად უნდა აღინიშნოს“ - აფხაზეთში "კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩი" ჩავიდა - კვირის პალიტრა

"რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ეს თარიღი ყოველ წელს ღირსეულად უნდა აღინიშნოს“ - აფხაზეთში "კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩი" ჩავიდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ცნობილი რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი ჩავიდა. სოხუმში მისი ვიზიტი პროექტ "აფხაზეთის მომავალს" უკავშირდება. ჟურნალისტი ბადრაკ ავიძბა წერს, რომ ბასკოვის სოხუმში სტუმრობაზე ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობა დიდ იმედებს ამყარებს, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს რუსი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

"მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ასეთ საოცარ ადგილას მოწვევისთვის, აქაურობა სიყვარულით, სილამაზითა და რაც მთავარია, ტრადიციებით არის სავსე. პირველად ვარ ასეთ საოცარ ადგილას, ასეთ არაჩვეულებრივ ვითარებაში და პირველად ვხედავ ასე ბედნიერ, სიხარულით სავსე ადამიანებს", - განაცხადა ბასკოვმა სოხუმში და აფხაზეთის მოსახლეობას უსურვა, "ყოველი წელი უკეთესი იყოს, რათა რესპუბლიკა განვითარდეს... " - განაცხადა მან სოხუმის ცენტრში მოწყობილი სცენიდან, სადაც მან არაერთი ცნობილი სიმღერა შეასრულა. აფხაზური მედიის ცნობით, ბასკოვი აფხაზეთში რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ე.წ. სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაგეგმილ სოციალურ პროგრამებში მონაწილეობისთვის ჩავიდა, რომელიც სხვადასხვა სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად.

ნიკოლაი ბასკოვმა სოციალურ ქსელში არაერთხელ დაწერა, რომ "რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ეს თარიღი ყოველ წელს ღირსეულად უნდა აღინიშნოს". რუსი მომღერალი აფხაზეთის "კეთილი ნების ელჩია".

განაგრძეთ კითხვა