"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს

პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოსთვის ბოლო პერიოდი წარმატებული აღმოჩნდა საერთაშორისო კუთხით.

პარტიის მიერ „ტვიტერზე“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანამ ძლიერი დასავლური პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო.

„შესანიშნავი კვირაა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე. საქართველომ ძლიერი დასავლური პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო, რაც ჩაიწერა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებში: 1. ნატოს კომუნიკე, 2. აშშ-ევროკავშირის სამიტის განცხადება, 3. რუსეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობების თაობაზე ევროკავშირის ერთობლივი სტრატეგია 4. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. შექება დაიმსახურა საქართველო პრემიერ-მინისტრმა, აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული შუამავლობის გამო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა ნატოს ბრიუსელის ფორუმზე და დასავლელმა პრეზიდენტებმა და ამერიკელმა სენატორებმა გამოხატეს ცხადი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ“, - აცხადებენ პარტიაში.

"ინტერპრესნიუსი"