"ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველ მაყურებელს შეგვიძლია ვუჩვენოთ სპექტაკლი"- რუსთაველის თეატრი მოსკოვში მიემგზავრება - კვირის პალიტრა

"ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველ მაყურებელს შეგვიძლია ვუჩვენოთ სპექტაკლი"- რუსთაველის თეატრი მოსკოვში მიემგზავრება

მოსკოვში ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრულ დასებთან ერთად, საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი მოსკოვში თავის საპრემიერო სპექტაკლს გამართავს.

"ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველ მაყურებელს შეგვიძლია ვუჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი, რომელიც ერთ-ერთი ბოლოა. არაჩვეულებრივი პიესა, არაჩვეულებრივი ავტორი და მგონია, რომ მსახიობებიც ცუდად არ თამაშობენ", - აცხადებს თეატრის რეჟისორი რობერტ სტურუა.

რუსთაველის თეატრი მოსკოვში სპექტაკლს "თამაშის დასასრული" ითამაშებს.

"ახლა, როდესაც ჩვენ ვთამაშობთ ასეთ რთულ პიესას, გვაქვს რუსი მაყურებლის იმედი, რადგან რუს მაყურებელს უყვარს მოსმენა და გააზრება", - აცხადებს მსახიობი მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი რუსულ მედიასთან.

"ინტერპრესნიუსი"