პარლამენტის წინ, 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულები, სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან - კვირის პალიტრა

პარლამენტის წინ, 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულები, სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან

პარლამენტის წინ, 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულები და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან.

როგორც სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამნისტიის შესახებ კანონი არის ოკუპაციისა და კოლაბორაციონიზმის გაგრძელება, რომელსაც არ შეეგუებიან.

"20 ივნისიდან 2 წლის თავზე ჩვენ შევიკრიბეთ, რომ არა ოკუპაციას, არა კოლაბორაციონალიზმს და არა ამნისტიას, რომელიც ახდენს ამ კოლაბორაციონალიზმის და ოკუპაციის დაკანონებას. იმიტომ, რომ იქმნება პრეცენდენტი, რომ შეიძლება შენმა მთავრობამ კრემლის ბრძანებით დაგსაჯოს იმისთვის, რომ ღირსებას იცავ", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"