როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება"

ზაფხულის პირველი თვე ისე წავიდა, სიცხე დიდად არ გვიგრძნია, თუმცა სინოპტიკოსები ჰაერის მაღალი ტემპერატურის დაფიქსირებას ივნისის ბოლომდე ვარაუდობენ. როგორი ამინდი გველის და იქნება თუ არა ცხელი ზაფხული, ამაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე გვესაუბრება.

- საერთოდ ზაფხულის სამივე თვის პროგნოზი სპეციალისტების მიერ აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის მიერ მზადდება. მასში საქართველოს წარმომადგენელიც მონაწილეობს. ფორუმი წელიწადში 2-ჯერ ტარდება და ჯერჯერობით მხოლოდ ორი სეზონის - ზამთრის და ზაფხულის პროგნოზი დგება, ხოლო გარდამავალი სეზონისებისთვის - არა. ფორუმის მონაწილე ყველა ქვეყანას თავის პროგნოზი აქვს.

აღნიშნული პრონოზის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმაზე ერთი-ორი გრადუსით მაღალი გამოგვივიდა. თუმცა ზოგან ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა. რაც შეეხება ნალექს, ძირითადად, ნორმის ფარგლებშია. ზოგადად კი ძნელია, ამ სამ თვეზე წინასწარ გადაჭრით თქმა, ზოგან შეიძლება მეტად მოვიდეს, ზოგან - ნაკლებად, მაგრამ მოსალოდნელი ნალექი ძირითადად კლიმატური ნორმის ფარგლებშია. გააგრძელეთ კითხვა