"იქმნება პრეცედენტი, რომ შეიძლება შენმა მთავრობამ კრემლის ბრძანებით დაგსაჯოს იმისთვის, რომ ღირსებას იცავ" - კვირის პალიტრა

"იქმნება პრეცედენტი, რომ შეიძლება შენმა მთავრობამ კრემლის ბრძანებით დაგსაჯოს იმისთვის, რომ ღირსებას იცავ"

საქართველოს პარლამენტთან აქცია - "არა ოკუპანტის ამნისტიას" მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულები, სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

როგორც სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამნისტიის შესახებ კანონი არის ოკუპაციის გაგრძელება, რომელსაც არ შეეგუებიან.

"იქმნება პრეცედენტი, რომ შეიძლება შენმა მთავრობამ კრემლის ბრძანებით დაგსაჯოს იმისთვის, რომ ღირსებას იცავ", - განაცხადა აქტივისტმა.