"შავი არქეოლოგები" საქართველოშიც გამოჩნდნენ - როგორ იძარცვება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - კვირის პალიტრა

"შავი არქეოლოგები" საქართველოშიც გამოჩნდნენ - როგორ იძარცვება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

"შავი არქეოლოგები" საქართველოშიც გამოჩნდნენ - როგორ იძარცვება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები იძარცვება. ქურდების სამიზნეს ძირითადად ის უძველესი ტაძრები და სამარხები წარმოადგენს, რომლებიც დასახლებული პუნქტისგან მოშორებით მდებარეობს. კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე სპეციალისტები ამ პროცესს ჟარგონულად "შავ არქეოლოგიას" უწოდებენ და ამბობენ, რომ პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში დგას.

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი ვასილ ჭიჭაღუა გვიყვება ტაძრების ძარცვისა და დაზიანების არაერთ შემთხვევაზე, რომლებიც ცენტრის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუჩაანში 2020 წელს მოხდა. მძარცველებმა ძვირფასეულობის პოვნის მიზნით, მე-9-10 საუკუნეების მზეწვერის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის საკურთხეველში 1 მეტრამდე სიღრმის ორმო გათხარეს.

ვასილ ჭიჭაღუა

"ვიდრე უშუალოდ ძარცვის ფაქტზე ვისაუბრებდე, მოკლედ მოგიყვებით ამ ტაძრის შესახებ. ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. მას სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ერთიანი ვიწრო გარშემოსავლელი ეკვრის. ტაძარში არსებული ფერწერა გამორჩეულია თავისი მაღალი მხატვრული ღირებულებით და შესრულების ტექნიკით. ეკლესიის გადახურვის მოხატულობა სიძველის გამო ძლიერ დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს. ჩვენ რა სურათიც დაგვხვდა, მძარცველებს თითქმის მთლიანად გადაუთხრიათ ტაძრის გარშემოსავლელის ჩრდილოეთ ნაწილის იატაკი და ტაძრის საკურთხევლის მიმდებარე ტერიტორია.

მზეწვერის წმინდა გიორგი სახელობის ტაძარი

საკურთხევლის მხრების ხაზზე არსებული დიდი ზომის კვადრატული ქვის (ტრაპეზის ან ჯვრის საყრდენი პოსტამენტი) ქვემოთ გათხრილი იყო დაახლოებით 0.70 მეტრი სიღრმის ორმო. ვინ იცის, რა ამოიღეს ტაძრის იატაკიდან. შესაძლოა ვერაფერი, მაგრამ მათ მიერ გამოვლენილი გულმოდგინება და მონდომება გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის, ეკლესიისთვის, ისტორიისთვის და თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი ნივთი ან ნივთები აღმოჩნდა ანტიკვარიატის შავ ბაზარზე", - ამბობს ვასილ ჭიჭაღუა. გააგრძელეთ კითხვა