"დაემატა თავის ტრავმა მირტყმით, პერსონალის უყურადღებობის გამო... ახლა ვნახავ საკუთარ დედას, 20 დღის შემდეგ" - კვირის პალიტრა

"დაემატა თავის ტრავმა მირტყმით, პერსონალის უყურადღებობის გამო... ახლა ვნახავ საკუთარ დედას, 20 დღის შემდეგ"

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი სიმონ ხეჩინაშვილის კლინიკიდან "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პირველად 20 დღის შემდეგ დედის ნახვას შეძლებს.

"არსებობს ასეთი სიტყვა-ბრძოლისუნარიანი. ეს არის ექიმების მთავარი დასკვნა და დიაგნოზი 81 წლის ლუბა დანილენკოს შემთხვევაში. მხოლოდ ამის დამსახურებით ახლა ვნახავ საკუთარ დედას, 20 დღის შემდეგ. ძალიან ვღელავ, ძალიან... გული მაქვს ამოვარდნაზე და გიგზავნით თქვენ - მადლობა ყველას."

კითხვაზე, თუ რა დაემართა დედას, ანი პასუხობს: "მეორე ინსულტი და დაემატა თავის ტრავმა მირტყმით, პერსონალის უყურადღებობის გამო... ამას გაუძლო ამ ქალმა და რა დავწერო მეტი?"