"გახარიას ველოდები" - რას წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია?
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის ამერიკაში შეხვედრაზე გავრცელებულ ინფორმაციას სახუმარო პოსტით ეხმაურება და ფოტოს აქვეყნებს აშშ-დან, წარწერით: "გახარიას ველოდები".
რუსთავი 2- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აღნიშნულ ინფორმაციას ფოტოშარჟით გამოეხმაურა და "ფოტოშოპის" საშუალებით სააკაშვილ-ივანიშვილის გვერდით აღმოჩნდა.
"არა ჩადებას" - წერს გახარია.