"გახარია საერთოდ მოსკოვში იყო, როდესაც მიშა The Mayflower Hotel-ში ცხოვრობდა" - კვირის პალიტრა

"გახარია საერთოდ მოსკოვში იყო, როდესაც მიშა The Mayflower Hotel-ში ცხოვრობდა"

"გახარია საერთოდ მოსკოვში იყო, როდესაც მიშა The Mayflower Hotel-ში ცხოვრობდა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში შესაძლო კონსპირაციულ შეხვედრას გამოეხმაურა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, "ქართული ოცნებას" რაღაცნაირად ჩამოშლა, გაყოფა თვითონვე აშინებთ და "რაღაცას ცდილობენ".

"ეს არის სასტუმრო, სადაც მიშა ძალიან ხშირად ჩერდება. გახარია საერთოდ არ იყო და მოსკოვში ცხოვრობდა, როდესაც მიშა The Mayflower Hotel-ში ცხოვრობდა. ეს თემა არასერიოზულად მიმაჩნია. ფაქტია, რომ "ქართული ოცნების" რაღაცნაირად ჩამოშლა, გაყოფა ფრთებად თვითონვე აშინებთ და რაღაცას ცდილობენ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ The Mayflower Hotel ცნობილი სასტუმროა, რომელიც ცენტრშია და მიშა ძალიან ხშირად და მრავალი წელია ჩერდება", - განაცხადა დეკანოიძემ.

მანვე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის ლიდერი შეხვედრებით ძალიან კმაყოფილია. როგორ დეკანოიძემ აღნიშნა, მალე ვაშინგტონში ვიზიტს თავადაც გეგმავს.

"კარგი ვიზიტი იყო, ძალიან კმაყოფილია. მეც წავალ რამდენიმე დღეში, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ამ ფონზე, როდესაც სენატის რეზოლუცია შემოდის, რომელიც მკაცრი და მკაფიოა მათ შორის მოსამართლეებთან მიმართებაში უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ ყველამ ვიმუშაოთ კავშირებზე, რომელიც გვაქვს.

მოსამართლეებზე სანქციები ძალიან რეალისტურია. მათ შორის ეს ინიციატივა უნდა მოდიოდეს, პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან. აქ ვფიქრობ, უფრო კომპლექსური მიდგომა იქნება, საერთაშორისო ზეწოლის შედეგი უნდა იყოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, რეალურად საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა გამოვგლიჯოთ ხელიდან კლეპტოკრატიულ რეჟიმს", - განაცხადა დეკანოიძემ.