"ერთ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, მაგრამ გადაკვეთა არ გვქონია - ამის უკან არაფერია, დასამალი არ მაქვს" - კვირის პალიტრა

"ერთ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, მაგრამ გადაკვეთა არ გვქონია - ამის უკან არაფერია, დასამალი არ მაქვს"

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ ვაშინგტონში იმ სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იყო განთავსებული, თუმცა უარყოფს ინფორმაციას, რომ იქ "ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს შეხვდა.

გახარიას განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირი კავშირი არ აქვს.

"ამ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე. იქ შევიკრიბეთ, რადგან სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით. მეორე დღესვე უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში. გადაკვეთა არ გვქონია. ეს არასერიოზულია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი იმიტომ, რომ ლოგისტიკურად სხვა სასტუმროში ყოფნა, გეოგრაფიულად, მისვლა-მოსვლისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო.

საერთოდ, ამის უკან არაფერია, შეხვედრაზე საუბარი ზედმეტია, არ არის სწორი. არაფერი დასამალი არ მაქვს. საერთო "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ მაქვს", - აცხადებს გახარია "რუსთავი 2"-თან საუბარში.

იხილეთ ვიდეო: