"არ მაინტერესებს, სად წავა რობიკო სტურუა, რუსთაველის თეატრში არ დავდივარ და არ ვუყურებ მის სპექტაკლებს" - კვირის პალიტრა

"არ მაინტერესებს, სად წავა რობიკო სტურუა, რუსთაველის თეატრში არ დავდივარ და არ ვუყურებ მის სპექტაკლებს"

2021 წელს მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს და რუსეთის დედაქალაქში მსოფლიოს საუკეთესო წარმოდგენები გაიმართება. ფესტივალი რამდენიმე დღეს გაგრძელდება, ამ დღეების განმავლობაში წარმოდგენებში მონაწილეობას მიიღებენ დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც და შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრი მოსკოვში, გასტროლებზე გაემგზავრა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ ერთ-ერთ რუსულ მედიასაშუალებასთან საუბარში აღნიშნა, რომ მათთვის ფესტივალზე მოხვედრა სასიხარულო ფაქტია.

"ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ შეგვიძლია, მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ წარმოდგენა, ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი დადგმა, არაჩვეულებრივი ავტორი, თან მსახიობებიც კარგად თამაშობენ", - აღნიშნა ბატონმა რობერტმა ინტერვიუში.

რუსთაველის თეატრის ამ გადაწყვეტილებამ მცირედი უთანხმოება გამოიწვია ხალხში, საზოგადოების ნაწილი თეატრის გადაწყვეტილებას გმობს, რადგან საქმე ოკუპანტ ქვეყანასა და მათ არასწორ პოლიტიკას ეხება, თუმცა ნაწილი ეთანხმება რობერტ სტურუასა და დასის აზრს. ამ თემაზე სასაუბროდ მსახიობებსა და სხვადასხვა პროფესიის ხალხს დავუკავშირდით.

ეკა ანდრონიკაშვილი, მსახიობი:

- გასტროლებია და უნდა წავიდნენ, ამ პანდემიაში ისედაც გაჩერებულები იყვნენ მსახიობები. პანდემიამ ყველაზე უფრო მეტად თეატრს შეუქმნა პრობლემა. ფესტივალი და გასტროლი არის მსახიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ტრენინგი და გამოცდა. სტრატეგიული ობიექტებია რუსების ხელში გადაცემული და მსახიობებზე და თეატრზე რატომ არის პრობლემა?!

სპორტსმენებზეც ყოფილა კრიტიკა, მაგრამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე იმიტომ არის, რომ ისინი მეტად ჩანან, ცნობადი სახეები არიან. ვიღაც ბიზნესმენი გარიგებას რომ აწყობს და გააქვს რაღაც პროდუქტი, ეს არავინ იცის და არც არავის აქვს რეაქცია.

- როგორ ფიქრობთ, უნდა გაემიჯნოს კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთს?

- კულტურა უნდა გაემიჯნოს, სხვანაირად არ შეიძლება და გასტროლების დროს თვითონ დასმა უნდა გადაწყვიტოს, წავა თუ არა სხვა ქვეყანაში და თუ რომელიმე, ინდივიდუალურად წინააღმდეგია ამის, ნუ წავა. მსოფლიოში არეული სიტუაციაა, უკვე წელიწადზე მეტია, ისეთი მოვლენების გარემოცვაში ვართ, საერთოდ აღარ მესმის, ვინ არის მოყვარე და ვინ მტერი. აქედან გამომდინარე ჩემთვის ბევრი რამ დღემდე ბუნდოვანია. რუსულ კულტურაზე გავიზარდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსი პოლიტიკოსები მომწონს. თუ მომწონს მწერლები, ბალერინები და რუსული კინო მიყვარს, არ ნიშნავს რომ მათ პოლიტიკას ვაღიარებ.

ქეთი დევდარიანი, სცენარისტი:

- სადაც უნდათ, იქ წავიდნენ. მე არ მაინტერესებს, სად წავა და მოვა რობიკო სტურუა. არ ვფიქრობ რობიკო სტურუაზე, რუსთაველის თეატრში არ დავდივარ და არ ვუყურებ მის სპექტაკლებს, შესაბამისად, სად წავა არ მაინტერესებს, არ არის ჩემი საქმე. მე, თვითონ, არ წავალ იქ, სადაც შეურაცხყოფას მაყენებენ და ვისაც პრობლემა არ აქვს, იაროს.

ქეთათო ჩარკვიანი, მომღერალი:

- მათი გადაწყვეტილების სისწორეზე არ არის საუბარი, სახელმწიფოში უნდა იყოს ჩამოყალიბებული სტრუქტურა, რომელიც დაარეგულირებს ასეთ გადაწყვეტილებას. როდესაც სახელმწიფო დაფინანსების მქონე თეატრი მიდის გასტროლზე, სხვა ელფერი აქვს, ერთია, როდესაც კერძო ადამიანი თავის კონცერტს მართავს და არავის არაფერი ესაქმება, ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და მეორეა, როდესაც სახელმწიფო დოტაციაზე დაფინანსების მქონე თეატრი მიდის გასტროლზე, ქვეყანაში, რომელიც ყოველდღე ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. აქ თეატრის პრობლემა არ არის, აქ სახელმწიფო პოლიტიკის უქონლობის პრობლემაა. იხილეთ სტატია სრულად