"ვგრძნობ, როგორ ძალადობენ ჩემზე, როგორ ცდილობენ, მარტოსული ვიყო. დავიღალე... დეპრესიაში ვარ და ყოველ დღე ვტირი"
"როდესაც მსოფლიოს ვუთხარი: "კარგად ვარ და ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს", ტყუილი იყო. დეპრესიაში ვარ და ყოველ დღე ვტირი."- განაცხადა ბრიტნი სპირსმა სასამართლოზე და მეურვეობის გაუქმება მოითხოვა.
უკვე 13 წელია, რაც ბრიტნი სპირსს საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვა არ შეუძლია. ის მამის მეურვეობის ქვეშაა. კაცი კი ყველაფერს აკონტროლებს, პირადი ცხოვრებიდან დაწყებული, ფინანსური თუ მკურნალობის საკითხებით დამთავრებული.
2007 წელს ბრიტნი სპირსს სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ის ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. განქორწინება, მშობლობის უფლების ჩამორთმევა, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი - ამ ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო.
სპირსი ორჯერ მოათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში. მეურვედ კი მამა დაუნიშნეს. მას შემდეგ მისი ცხოვრების დაუღალავი კონტროლი გრძელდება. მამის ნებართვის გარეშე ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლია.
წინა წელს ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, ისევ დამოუკიდებლად წარემართა საკუთარი ცხოვრება, თუმცა უარი უთხრეს. მან კვლავ გადაწყვიტა საკითხზე სასამართლოში იდაოს.
"როდესაც მსოფლიოს ვუთხარი: "კარგად ვარ და ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს", ტყუილი იყო. ვფიქრობდი, თუ ასე ვიტყოდი, მართლა ბედნიერი გავხდებოდი. მაგრამ, ტრავმირებული ვარ. ახლა სიმართლეს ვამბობ. ძალიან უბედური ვარ. დეპრესიაში ვარ და ყოველ დღე ვტირი."- თქვა მომღერალმა სასამართლოზე.
ბრიტნი სპირსმა ასევე განაცხადა, რომ მეურვე მას მუშაობასა და კონცერტების გამართვას, ფინანსურ სარგებელს აიძულებდა, თუმცა მას დასვენება სურდა. გააგრძელეთ კითხვა