"გახარია ივანიშვილის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია, სადაც მას ამზადებს კოალიციურ პარტნიორად ვადამდელი არჩევნების შემდეგ" - კვირის პალიტრა

"გახარია ივანიშვილის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია, სადაც მას ამზადებს კოალიციურ პარტნიორად ვადამდელი არჩევნების შემდეგ"

ეს კონკრეტული პროცენტი, რაც გიორგი გახარიამ მიიღო, ე.წ. სოფთ-ქოცების ანუ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიდან არა ღარიბაშვილი-კობახიძის ტანდემის მხარდამჭერების წარმომადგენლობაა - კობახიძეს და ღარიბაშვილს ნერვიულობის საფუძველი აქვთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს "ედისონ რისერჩის" კვლევასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, გახარია ბიძინა ივანიშვილის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია და მას კოალიციურ პარტნიორად ამზადებს.

"ყველამ ძალიან კარგად იცის გიორგი გახარიას აფილაცია და მისი ლოიალობა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ემსახურებოდა მრავალი წლის განმავლობაში. კვლავ ვრჩები აზრზე, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის ცოტა უფრო გრძელვადიანი გეგმის ნაწილი, სადაც გახარიას ამზადებს კოალიციურ პარტნიორად ვადამდელი არჩევნების შემდეგ, რომელიც, ივანიშვილმაც ძალიან კარგად იცის, რომ გარდაუვალია, რადგან მას გააჩნია სერიოზული ლეგიტიმაციის კრიზისი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

ეს კონკრეტული პროცენტი, რაც გიორგი გახარიამ მიიღო, ე.წ. სოფთ-ქოცების ანუ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიდან არა ღარიბაშვილი-კობახიძის ტანდემის მხარდამჭერების წარმომადგენლობაა. ასე შეგვიძლია ავხსნათ ეს პროცენტი, რომელიც ამ არჩევნებში გამოაკლდება "ქართულ ოცნებას", რის გამოც კობახიძეს და ღარიბაშვილს ნერვიულობის საფუძველი აქვთ. თუმცა გრძელვადიან გეგმაში, სადაც გიორგი გახარიას ივანიშვილი კოალიციურ პარტნიორად ამზადებს, მაინც მათთან მოუწევთ მუშაობა, თუ ივანიშვილმა ეს გეგმა განახორციელა. დარწმუნებული ვარ, ხალხი განჭვრეტს ივანიშვილის ამ გეგმას და საბოლოოდ, მაინც რეალური ოპოზიცია მოიპოვებს ხალხის მხარდაჭერას",- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულა" Edison Research-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 57% ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი, გამოკითხულთა 50%-ს კი თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ დადებითი განწყობა აქვს; 47%-ს პოზიტიური განწყობა აქვს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ.

"ინტერპრესნიუსი"