ფოთში, 20-მდე პირი ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

ფოთში, 20-მდე პირი ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს

ფოთში, 20 - მდე პირი ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკა "ლაზიკამედში" შეიყვანეს. მათ ღებინება და საერთო სისუსტე აღენიშნებათ. პაციენტები სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილიდან" გადაიყვანეს.

ახლობლების ინფორმაციით, ინტოქსიკაცია საკვებმა გამოიწვია.

ამ წუთებში კლინიკაში გადაყვანილ პირებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ. აღნიშნულ ფაქტზე "აჭარა ტექსტილი" კომენტარს არ აკეთებს.