"გიორგი გახარია იყო წარმატებული პრემიერი, წარმატებული გუნდის ფარგლებში და არ მგონია, მსგავსი პერსპექტივა ჰქონდეს გუნდის გარეთ" - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარია იყო წარმატებული პრემიერი, წარმატებული გუნდის ფარგლებში და არ მგონია, მსგავსი პერსპექტივა ჰქონდეს გუნდის გარეთ"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, გიორგი გახარია წარმატებული პრემიერი წარმატებული გუნდის პირობებში იყო და გუნდის გარეთ ასეთი პერსპექტივა არ ექნება.

ამის შესახებ თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც "ედისონ რისერჩის" კვლევის შედეგები შეაფასა.

"ძალიან მეეჭვება, რომ ეს იყოს ადეკვატური და ობიექტური მაჩვენებლები. გიორგი გახარია იყო წარმატებული პრემიერ-მინისტრი, წარმატებული გუნდის ფარგლებში და არ მგონია მსგავსი პერსპექტივა ჰქონდეს გუნდის გარეთ", - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 57% ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი, გამოკითხულთა 50%-ს კი თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ დადებითი განწყობა აქვს; 47%-ს პოზიტიური განწყობა აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ.

"ინტერპრესნიუსი"