რას მოგვიტანს ჩერქეზთა გენოციდის აღიარება?
საქართველოს პარლამენტმა რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია 95 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რეზოლუციის თანახმად, 1763-1864 წლებში რუსეთის იმპერიის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ წინასწარ დაგეგმა და განახორციელა ჩერქეზი ხალხის ეთნიკური ნიშნით განადგურება, მათგან დაცარელებულ ტერიტორიებზე კი სხვა ეთნიკური ჯგუფები ჩაასახლეს.
მრავალჯერადი სადამსჯელო სამხერდო ექსპედიციების შედეგად ფიზიკურად განადგურდა და სამშობლოდან განიდევნა ჩერქეზული მოსახლეიბის 90 პროცენტზე მეტი. რუსებმა კავკასიაში დარჩენილი ჩერქეზები სამ სხვადასხვა ერად დაჰყვეს - ადიღებად, ყაბარდოელებად და ჩერქეზებად. დღეს ეს ხალხი რუსეთის ოთხ რეგიონში ცხოვრობს (ადიღე, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და კრასნოდარის მხარე). ჩერქეზული დიასპორების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან, მადლიერება გამოხატეს ქართველის ხალხისა და პარლამენტის მიმართ და აღნიშნეს, რომ ეს დღე ჩერქეზი ხალხისთვის ისტორიული დღეა, რადგან საქართველომ პირველმა აღიარა ჩერქეზთა გენოციდი.
თუ რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამის შესახებ კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორთი, ექსპერტი კავკასიურ საკითხებში გიორგი კანაშვილი გვესაუბრება.
- ქართვლების მცდელობა აღედგინათ ისტორიული სამართლიანობა, რუსებმა "კონიუქტურულ-პოლიტკურ" მიზნებად შეაფასეს. რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტატინ კოსაჩოვმა ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს ამ ხალხის ტრაგიკული ბედი სულაც არ ანაღვლებსო. როგორ გგონიათ, რუსები მხოლოდ კრიტიკული განცხადებებით შემოიფარგლებიან თუ მათგან ახალ ოინებს ისევ უნდა ველოდოთ?
- რუსეთმა უკვე აღიარა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამ ეტაპზე არ მგონია, მათი მხრიდან რაიმე რადიკალური ნაბიჯები განხორციელდეს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მათგან სიურპრიზებს ნამდვილად უნდა ველოდოთ. კრემლი აუცილებლად შეეცდება სამაგიეროს გადახდას.
ბოლო დროს, ჩვენი ხელისუფლება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების მეტ-ნაკლებად აღდგენაზე ალაპარაკდა, აი ამ მიმართულებით პრობლემები ნამდვილად შეგვექმნება, აქამდე რუსეთთან საერთო ენის გამონახვა რაღაცნაირად შეიძლებოდა, მაგრამ ახლა უკვე არანაირად.
- ჩერქეზების გენოციდის აღიარების შემდეგ საქართველოს პარლამენტს სომხებმაც მიმართეს - გენოციდის აღიარების მოთხოვნით. რა პრობლემების წინაშე დაგვაყენებს მეზობლების მოთხოვნის გათვალისწინება?
- საქართველოს პარლამენტი ჩერქეზების გენოციდის საკითხს რომ განიხილავდა, ვარაუდობდა, რომ გენოციდის აღიარებას სომხებიც მოითხოვნდენ. ეს მოულოდნელი არ არის, მაგრამ, სომხებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება სტრატეგიული პარტნიორებთან - თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დაძაბვის ფასად დაუჯდებათ.
- თქვენი აზრით, რა კომპენსაციას მივიღებთ ქართველები ჩერქეზებისგან, იმის სანაცვლოდ, რომ ამ ხალხის გენოციდის აღაირებამ ჩვენი ქვეყანა ახალი რისკებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა?
- თუ დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიელებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ფიქრი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაიწყო - შემოიღო უვიზო რეჟიმი, თბილისში გახსნა პირველი კავაკსიური არხი, პარლამენტში შექმნეს კავკასიასთან მეგობრობის კომიტეტი... ეს რაზე მეტყველებს იცით? აფხაზეთის, ცხინვალისა და აგვისტოს ომების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ ჩრდილოეთ კავკასია ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა გახდეს, როგორც დესტაბილიზაციის, ისე სტაბილურობის წყარო და დაიწყო ამ რეგიონთან ურთიეთობების დარეგულირება. ე.ი. საქართველოს წინააღმდეგ გამართულ ყველა ბრძოლაში ჩრდილოეთ კავკასიელები, განსაკუთრებით ჩერქეზები და ჩეჩნები ნებსით თუ უნებლიედ აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ახლა საქართველო ჩერქეზების გენოციდის აღიარებით ამ ხალხის გულის მოგებას და მიმხრობას ცდილობს.
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია (რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ) უნდა განვიხილოთ, როგორც საქართველოს ახალი კავკასიური პოლიტიკის ნაწილი. ეს მართლაც მისასალმებელი ნაბიჯია, ჩერქეზებმა ჩვენს მიმართ უკვე გამოხატეს მადლიერება, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: გარდა იმისა, რომ ამ ნაბიჯით რუსები გავაღიზიანეთ, ისიც არ ვიცით, ამ ამბავს როგორ აღიქვამენ ჩერქეზებთან დაპირისპირებული ყარაჩაელები და ბალყარელები. ჩრდილოეთ კავკასიელებთან ურთიერთობის აწყობა მართლაც აუცილებლი იყო, მაგრამ ჩემი აზრით, აჯობებდა თუ ამას სხვა ფორმით განვახორციელებდით. თუნდაც კულტურ-სოციალურ სფეროში თანამშრომლობით.
საერთოდ, თბლისის ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ დაიბრუნოს კავკასიაში კულტურულ-საგანამანათლებლო ცენტრის ფუნქცია, რომელიც მას საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა. ამ საკითხში ჩვენ კონკურენციას ვერც ბაქო უნდა გვიწევდეს და ვერც ერევანი.
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)