8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ მიიღო. პროცესი სენაკის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა და ის მოსამართლის გადაწყვეტილებით დახურული იყო. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

სამეგრელოს პოლიციამ, მარტვილში, 2 დღის წინ მამა-შვილი, 65 და 35 წლის მამაკაცები დააკავა. ბრალდებულების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ დაზარალებულის ნათესავები და ადგილობრივები. სოფლის მოსახლეობამ, სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, ბრალდებულების სახლი დაწვა.

იხილეთ ასევე: "4 შვილი ჰყავს დაკავებულს. ორი წელია თურმე, შვილის და შვილიშვილის ტოლა ბავშვზე ძალადობდა მამა-შვილი"

"ინტერპრესნიუსი"