ცენტრალური აზია საბრძოლო მზადყოფნაში მოდის
ცენტრალური აზიის ქვეყნები, დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა დაიწყო. რეგიონის ქვეყნების ძალოვნები, მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადიან.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის და NATO-ს საერთაშორისო მხარდაჭერის ძალების, ავღანეთიდან გაყვანის პროცესი დაიწყო და შემცირდა სამხედრო ოპერაციები თალიბანის წინააღმდეგ, ავღანეთი დიდი თავის ტკივილი გახდა პირველ რიგში ავღანეთის ამჟამინდელი ხელისუფლებისა და სამეზობლოსთვის.
როგორც კი ოფიციალურად გაცხადდა, რომ საერთაშორისო ძალები შეაჩერებდნენ ოპერაციებს და დაიწყებდნენ გასვლას ქვეყნის ტერიტორიიდან, თალიბანმა მასშტაბური შეტევა წამოიწყო სამთავრობო ძალებზე და ქვეყნის ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი დაიკავა, თითქმის უბრძოლველად. სამთავრობო და საერთაშორისო ძალების მიერ აღჭურვილ-მხარდაჭერილი ავღანეთის მილიცია და არმია კი, ან გაქცევით შველის თავს, ან თალიბებს ბარდება და უკიდურეს შემთხვევაში გადადიან მეზობელ ქვეყნებში, აღჭურვილობით და ტექნიკით. ასეთი სახის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ერთ შემთხვევაში, თალიბანს გარიდებულმა 130-ზე მეტმა ავღანელმა მესაზღვრემ, საკუთარი ჯავშანტექნიკით, ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარი გადაკვეთა და თავი შეაფარა მეზობელ სახელმწიფოს ბმული. მეორე შემთხვევში კი 53 ავღანელი მესაზღვრე, უზბეკეთში გადავიდა და სამართალდამცავებს ჩაბარდა ბმული. ამ ორ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, მას შემდეგ რაც თალიბებმა ავღანეთის კუნდუზის პროვინციის დიდი ნაწილი დაიკავეს, საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაიწყეს და უზბეკეთმა, არმიის ბრძოლისუნარიანობის უეცარი შემოწმება დაიწყო წყარო, ხოლო ტაჯიკეთმა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას ინიციატივით მიმართა, მომავალი თვის მიწურულს, ორგანიზაციის საიუბილეო კონეფერენციაზე განიხილონ - ავღანეთიდან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირების მექანიზმები, რათა მოხდეს ორგანზიაციის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმ პირობებში, როდესაც ავღანეთი პრაქტიკულად უკონტროლო ტერიტორია ხდება, სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებებისათვის წყარო.
ყაზახეთმა თავის მხრივ უკვე დაიწყო რეაგირება ამ საფრთხეზე. გავრცელდა ინფორმაცია, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთისთვის სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალების მიწოდების შესახებ, რათა ამ ქვეყნებმა შესძლონ საზღვრის დაცვა და ავღანეთიდან ტერორისტული დაჯგუფებებისა თუ თალიბების შეჩერება, თუკი მათი საბრძოლო დანაყოფები შევლენ კონფლიქტში, ტაჯიკ ან ყირგიზ სამართალადამცავებთან. წყარო
ის რეალობა, რომელიც ახლა დგება ავღანეთში, საფრთხის შემცველია არა მხოლოდ იმის გამო რომ ისევ თალიბები აიღებენ ძალაუფლებას ხელში და არაადამიანური პოლიტიკის გატარებას დაიწყებენ, არამედ უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენენ მცირე რადიკალი ისლამისტური დაჯგუფებები, რომლებიც თალიბების პირობებში, დიდი ალბათობით განაგრძობენ თავის საქმიანობას და რეალურ საფრთხეებს შექმნიან ქვეყნის გარეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე მათი სამიზნე დასავლური ინტერესები ძალიან მცირე დოზით რჩება, რომელიც მათი აქტივობისთვის არ იქნება საინტერესო და ძირითად ყურადღებას გაიტანენ ქვეყნის გარეთ, რომელშიც რეგიონის ქვეყნები ვერ დარჩებიან თამაშგარე და ბუნებრივად აღმოჩნდებიან ტერორისტების სფრთხის წინაშე, რაზეც იძულებულები იქნებიან რეაგირება მოახდინონ.
ცენტრალური აზიისა და რუსული მედიის ძირითადი ყურადღება ახლა გადატანილია ამ საფრთხესა და იმ მოცემულობაზე, რომელიც ყალიბდება. რუსულ მედიად წოდებულ პროპაგანდაში, უკვე გამოჩნდა სტატიები იმის შესახებ, რომ რუსეთი ახალ ავღანურ ომში ერთვება ბმული. რაც რეალობისგან შორი ნამდვილად არ არის და რამდენადაც რუსეთმა საკუთარი ამბიცების აგრესიულად დამკვიდრება დაიწყო, იმდენადვე აისახება მასზე ეს პრობლემა. ახლო აღმოსავლეთში მისი აქტივობა კი, ყველა ტერორისტული დაჯგუფებისთვის მისაღები არ არის. განსაკუთრებით იმ პირობებში, თუკი კონკრეტულად ამერიკულ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება მოსკოვის ქმედება და ახლანდელი მოცემულობით, რჩება საკუთარი ინტერესებით ამ გაუგებარი იდეოლოგიისა და მიზნების მქონე შეიარაღებული დაჯგუფებების პირისპირ, რომლებისგანაც მოუწევს თავისი ინტერესებისა და მოკავშირე ძალების დაცვა! ასეთი მოცემულობით რუსეთი ძალზედ მძიმე პირობებში აღმოჩნდება რადგან, მისი რესურსები ვერ გაწვდება იმდენ ფრონტს, რამდენსაც ბოლო წლების განმავლობაში კრემლი წაეპოტინა. საფრთხე, რომელიც პირველ რიგში რუსეთისთვის გახდა თვალსაჩინო, ეს არის ის დასავლეთ სამხედრო ძალის გამოთავისუფლებული რესურსი, რომელიც ავღანეთიდან, მომატებული საფრთხის შემცველ რეგიონებზე გადანაწილდება. ასეთი კი ერთერთი ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნებია! ამ მიმართულებაზე დაძაბულობის ხარისხის კარგი გამოხატულება იყო ყირიმის სანაპიროებთან, ა/წ 23 ივნისს მომხდარი ინციდენტი, როდესაც რუსულმა ავიაციამ და საზღვაო ძალებმა, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, ბრიტანული ხომალდის მიმართულებით.
ცოტა უცნაური ვითარებაა ამ კონტექსტში რადგან დასავლეთ სამხედრო კოალიციის ავღანეთიდან გაყვანის საკითხი, ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გადაწყდა. შესაბამისად, რეგიონის ქვეყნებს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ პირველ რიგში უსაფუძვლო პროპაგანდისტული აღტკინების ნაცვლად, საკუთარ უსაფრთხოებაზე ეფიქრათ და გაეთვალათ ის რისკები, რომელიც დასავლეთ კოალიციის გასვლის შემდეგ წარმოიქმებოდა რეგიონში. რატომღაც ამის ნაცვლად დაკავდნენ ისეთი პროპაგანდისტული თეზისების გავრცელებით, რომელიც აშშ-ის დამარცხებას ტრანსლირებდა და თითქოს დესტაბილიზაციაც მათი გასვლის შემდეგ დასრულდებოდა. სინამდვილეში კი პრობლემა გაასმაგდა ამ აღტკინებული პროპაგნდისტებისთვის და დარჩნენ მარტონი დაახლოებით ისეთივე პრობლემის წინაშე, რომელმაც გასული საუკუნის 70-იან წლებში, სსრკ აიძულა შესულიყო ავღანეთში!
ამ პროცესების პარალელურად ავღანეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვაშინგტონში იმყოფება ვიზიტით და ისმენენ დაპირებებს იმის შესახებ რომ აშშ-ი, ავღანეთს არ მიატოვებს ბედის ანაბარად, თუმცა პარალალურად მოუწოდებენ ავღანეთში არსებულ ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალებს, გაერთიანდნენ და არ მისცენ თალიბანს, ქვეყნის სრულად დაპატრონების შესაძლებლობა წყარო.
ფაქტი ერთი რამ არის, რომ აშშ-ის და NATO-ს მხარდაჭერის ძალების ავღანეთიდან გაყვანა, როგორც ვვარაუდობდი წინა სტატიაში ბმული, ძალიან დიდი თავის ტკივილი გახდებოდა მთლიანი რეგიონსთვის, რომლის პირველი შედეგებიც ცენტრალური აზიის ქვეყნების უსაფრთხოებაზე აისახებოდა. აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ რესპუბლიკების უსაფრთხოებაზე გარკვეული წილი პასუხისმგებლობა აღებული აქვს რუსეთს საკუთარ თავზე, თუმცა ის რომ რეგიონის ყველაზე მსხვილი მოთამაშე ჩინეთია, შესაბამისად აჩენს საჭიროებას ისიც შეეჭიდოს ამ პრობლემას, რაც საკმაოდ საინტერესო პერსპექტივას აჩენს და მგონია რომ ავღანეთში თუკი ისევ განხორციელდება უცხო ქვეყნის სამხედრო ძალის ინტერვენცია, აუცილებლად ერთერთი მთავარი მონაწილე იქნება ჩინეთი. ეს კი დამოკიდებული ინება იმაზე თუ რამდენად მალე აიღებს ძალაუფლებას თალიბანი და რა პროცესები წავა თავად ავღანეთს შიგნით.
ახლანდელი მოცემულობით, ჯერჯერობით რეგიონის ქვეყნები, თალიბებს გაქცეულ ძალოვანებისა და საერთაშორისო ძალებთან მოთანამშრომლე მშვიდობიანი მოსახლეობის პრობლემის მოგვარებით არიან დაკავებული, თუმცა ეს პროცესი დიდ ხანს არ გაგრძელდება და აუცილებლად შეეცდებიან ტერორისტები ამ არეულობის გამოყენებას, საკუთარი მოქმედებების არეალის გასაზრდელად. მანამდე კი რეგიონის ქვეყნები ემზადებიან საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებისათვის და ცდილობენ მომზადებულები დახვდნენ მომატებულ ტერორისტულ საფრთხეს, რომელიც არც აქამდე იყო მათთვის უცხო ხილი, თუმცა კი მანამდე ტერორისტების მთელი ყურადღება, აშშ-ის სამხედრო ძალების წინააღმდეგ მოქმედებაზე იყო გადართული, ახლა კი ტერორისტებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი მოქმედების არეალი გაზარდონ და ამ პროცესში რომელ ქვეყნებს ჩაითრევენ, არავინ უწყის!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს