რატომ დატოვა თანამდებობა გურიის გუბერნატორმა
გურიის გუბერნატორმა გიორგი სახოკიამ თანამდებობა დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გუბერნატორის პრესსამსახურში განუცხადეს, სახოკიას სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობიდან წასვლა სხვა პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება.
"გიორგი სახოკია სხვა სამსახურში გადადის. თუ სად, ამის შესახებ ორშაბათს გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც იგი პრემიერ - მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება", - აცხადებენ გურიის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
გიორგი სახოკია გურიის გუბერნატორის პოზიციაზე გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, 2021 წლის თებერვალაში დაინიშნა.