განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს ბრალი წარუდგინეს - კვირის პალიტრა

განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს ბრალი წარუდგინეს

განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ყიფიანის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. ადვოკატის განმარტებით, საქმეზე გაურკვევლობას აქვს ადგილი.

"ბრალის ფორმულირებაა, რომ ყიფიანმა ბიბილაურს დააბრალა მკვლელობის მომზადება. ბიბილაური ამბობს, რომ ყიფიანს არ იცნობს. ყიფიანმა ვინმე "მალეცს" დაავალა მკვლელობის მომზადება, მაგრამ "მალეცი" არ ახსენებს ყიფიანს და არ იცნობს",- განაცხადა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის აეროპორტში "კრიმინალური ავტორიტეტი" ვატო ყიფიანი გუშინ დააკავეს. გამოძიება 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებას (დაუმთავრებელ დანაშაულს) გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებას.

იხილეთ ასევე: ერთი ვერსიით, ყიფიანმა საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც... - "კრიმინალური ავტორიტეტის" დაკავების ახალი დეტალები

"ინტერპრესნიუსი"