დიდი პოლიტიკური ალიანსები მცირე კავშირებს დაეფუძნება
მსოფლიოს გეოპოლიტიკური სტრუქტურა მუდმივად ევოლუცირებს, ისევე, როგორც მისი შემადგენელი ბიოლოგიური არსებები და სავარაუდოდ, საერთაშორისო მართვის სისტემა მცირე ალიანსებით მმართველობის პრინციპზე გადავა.
ბოლო რამდენიმე წელია ვამჩნევ და სულ უფრო მიმყარდება მოსაზრება რომ დიდი პოლიტიკური, სამხედრო თუ საერთაშორისო გაერთიანებების ეპოქა მიდის და დგება რეგიონული ალიანსების ეპოქა. ამ მოსაზრების კარგი გამოხატულებაა ყველა ის რეგიონული ალიანსი თუ კავშირი, რომელიც ამ ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა და მეტ-ნაკლები ეფექტურობით არსებობს თითქმის ყველა გეოპოლიტიკურ რეგიონში!
ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში, ანუ მას შემდე, რაც დედამიწას ყველაზე ბოროტი იმეპერია სსრკ მოშორდა, დიდი ალიანსები, როგორიც არის NATO, ევროკავშირი, გაერო, გარკვეულწილად ტლანქი და არაეფექტური გახდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საფრთხეების გლობალურობის ხარისხიც შეიცვალა და დავიდა ყველაფერი რეგიონულ გავლენებსა და ამ რეგიონებში, ალიანსების წევრთა საგარეო ორიენტაციაზე, რომელიც, ხშირად, იმდენად ეკლექტურია, რომ მათი ერთ ალიანსში წევრობის დაჯერებაც კი წარმოუდგენელია! ასეთი ალიანსები ძირითადად ახლო აღმოსავლეთსა და არაბეთის ნახევრკუნძულზე არსებობენ, სადაც ძირითად გამყოფ მოცემულობად შიიზმი და სუნიზმია, რომელიც თავის მხრივ მეტნაკლებად ირანულ და დასავლურ ორიენტირებს გულისხმობს. ასეთივე მოცემულობაა აფრიკის კონტინენტსა და სამხრეთ ამერიკაშიც.
ამ ეტაპის დადგომის ერთგვარ საწყის პერიოდად, შეგვიძლია ის მომენტი ავიღოთ, როდესაც დასავლელი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ტერმინოლოგიიდან გაქრა სატყვა - "გლობალიზაცია", რომელიც ერთგვარი საფრთხობელა იყო, განსაკუთრებით რუსული პროპაგანდის გავლენის ზონაში და რუსეთი დაუფარავად აცხადებდა გლობალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას. მათი ინტერპრეტაციით, გლობალიზაცია მხოლოდ აშშ-ის საერთაშორისო ჰეგემონიას ნიშნავდა და არა იმ ანთროპოლოგიურ პროცესს, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ხოლო ის პოლიტიკური გლობალიზაცია, რომელსაც რუსული პროპაგანდა ტრანსლირებდა და აშინებდა საკუთარ მოსახლეობასა და ინფორმაციის რუსულენოვან მომხმარებელს, დღესაც მიმდინარეობს და აწი სულ იქნება დედამიწაზე იმ ტქნოლოგიური განვითარების გამო, რომელსაც კაცობრიობამ მიაღწია და არაფერ შუაშია არც ერთპოლუსიანი მსოფლიო მმართველობა, არც ჰეგემონია და არც "მასონები"... უბრლაოდ ანთროპოლგიური ლოგიკაა, რომელიც ეფუძნება ტექნოლოგიასა და იმ კომუნიკაციურ შესაძლებლობებს, რომელიც ტექნოლოგიურმა განვითარებამ მოიტანა. დედამიწა იმდენად დაპატარავდა, რომ შეუძლებელია ახლა სახელმწიფოს აბსულუტური ავტონომიურობის შენარჩუნება. ასეთი სახელმწიფო დღეს ვეღარ იარსებებს რადგან გლობალიზდა ყველაფერი დედამიწაზე, რაც კი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს არსებობისთვის.
ის რომ დიდი ალიანსები ერთგვარად ტლანქი და არაფეფექტური გახდა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი როლი დაკნინდება, შეიცვლება ან ისინი გაქრებიან ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებიდან. ჩემი სუბიექტური ხედვით, ახლა მიმდინარეობს საერთაშორისო პოლიტიკური მართვის სისტემატიზება/სტრუქტურირება, რომელშიც იერარქიული პრინციპით თუ დავალაგებთ, მივიღებთ მოცემულობას სადაც, დიდი ალიანსები ეფუძნებიან მცირე ალიანსებს, ინტერესის ან კონფლიქტის გეოპოლიტიკურ რეგიონში. ასეთი ერთგვარად აპატარა ალიანსების ხიბლი იმაშია, რომ მათ უფრო სწრაფად და ეფექტურად შეუძლიათ რეაგირება იმ გამოწვევბზე, რომელიც მათ რეგიონში წარმოიქნება.
უფრო მეტი თვალსაჩინეობისთვის ადვილი წარმოსადგენი რომ იყოს თუ რას ვგულისხმობ, წარმოდგინეთ ზუსტად იგივე პრინციპი, რომლითაც სახელმწიფოები აკეთებენ "ტერიტორიულ სამხედრო რეზერვებს", რომელთა ძირითადი ღირებულება ის არის რომ ადგილზე ორიენტირება ნებისმიერი კრიზისისას, ადგილობრივ მოსახლეს უფრო უადვილდება, ვიდრე თუნდაც კარგად გაწვრთნილ სპეციალური ძალების მებრძოლს უცხო გარემოში! დაახლოებით იგივე პრინციპით ფორმირებაა ის რაც გეოპოლიტიკურ სტრუქტურირების მიმართულებით ახლა ხდება.
ის, თუ რამდენად ეფექტურია ასეთი სტრუქტურირება, ამას შედეგი აჩვენებს მოგვიანებით, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გეოპოლიტკაში, განსაკუთრებით თანამედროვე ტემპიდან გამომდინარე, მუდმივი არაფერია და ვერც იქნება. შესაბამისად, ეს ეტაპი, რომელსაც ახლა გადის კაცობრიობა, გარკვეული პერიოდით ასეთი ტიპის ალიანსების ეპოქა იქნება, რომლის შემდგომი განვითარება, დიდი ალბათობით ამ ალიანსების ერთ სახელმწიფოებად ქცევა უნდა გახდეს, რადგან თუკი კაცობრიობის ისტორიას დავუკვირდებით, დღეს არსებული სახელმწიფოებიც ასეთივე მცირე სამთავრობოებისგან თუ სხვა სახის, ასე ვთქვათ "მიწათა შემოკრების" გზით შეიქმნენ. სავაურაუდოდ, იგივე ლოგიკამ უნდა იმუშაოს ამ შემთხვევაშიც.
ასეთ მოცემულობაში საქართველო ერთგვარად რთულ მდგომარეობაში რჩება იმ სამეზობლოდან გამომდინარე, რომელიც გარს გვახვევია და რომელთა ერთობაც ახლანდელი მოცემულობით, თითქოსდა შეუძლებელად მოჩანს. თუმცა, ისტორიული ლოგიკით, ჩვენს ქვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა იყოს კავკასიაში ისეთი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვანს გახდის საქართველოს როლს რეგიონში მიმდინარე პროცესებში და საინტერესოს - დიდი ალიანსებისთვის, რომელთაც ჩვენს რეგიონში საკუთარი ინტერესები აქვთ ან ასეთი ინტერესების გაჩენას მოელიან! რუსეთი, თავის მხრივ, ბუნებრივია, ყოველთვის შეეცდება თავად იყოს ის მთავარი მიზიდულობის ცენტრი, რომლის ირგვლივაც გაერთიანდებიან პოსტსაბჭოთა ქვეყნები, თუმცა ისტორიული გამოცდილება ამ ფორმაციის რუსეთთან და მის მმართველობით ამბიციასთან, რომელსაც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ავლენს, არასაინტერესო და უპერსპექტივოა იმ მიზეზით, რომ ის არასოდეს გახდება ისეთი დიდი ალიანსის წევრი ან თავად ალიანსი, რომ მსოფლიო მასშტაბში მისი გავლენის გზით, რომელიმე მისმა მეზობელმა მცირე ზომის ქვეყანამ, შესაბამისი განვითარების გზა იპოვოს და ინტეგრირდეს განვითარებული ქვეყნების მიერ ფორმირებულ ალიანსებში.
ამიტომ, ჩვენი ქვეყნის უახლოესი და შორეული მომავალი, ამ მოცემულობის გათვალსწინებით უნდა იგეგმებოდეს და ვცდილობდეთ, იმ ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის სტატუსის დაბრუნებას, რომელიც კავკასიის რეგიონში საქართველოს ყოველთვის გააჩნდა!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს