საგარეჯოში ავტომობილის და მოტოციკლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

საგარეჯოში ავტომობილის და მოტოციკლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საგარეჯოში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩაილურში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შედეგად ავტომობილში მჯდომი 50 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შეჯახების დროს ასევე დაშავდა მოტოციკლის მძღოლიც, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"