თურქეთში "პრაიდის აღლუმში" მონაწილეები პოლიციამ ცრელმსადენი გაზით დაშალა - არიან დაკავებულები - კვირის პალიტრა

თურქეთში "პრაიდის აღლუმში" მონაწილეები პოლიციამ ცრელმსადენი გაზით დაშალა - არიან დაკავებულები

თურქეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა ხალხის დასაშლელად, რომლებიც შაბათს სტამბულის ცენტრში "პრაიდის აღლუმზე" შეიკრიბნენ. დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებიც ცდილობდნენ, მონაწილეობა მიეღოთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ აკრძალულ ღონისძიებაში.

მედიის ცნობით, დაახლოებით 20 ადამიანი დაკავებული, მათ შორის, ფოტოჟურნალისტი.

ბოლო წლებში თურქეთის ხელისუფლებამ LGBT+ პირების ე.წ. ღირსების მარში აკრძალა.

"ინტერპრესნიუსი"