ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი

ხულოში, სოფელ ვერნებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი დაიღუპა.ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.

მათი თქმით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.