ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინების დანაკლისზე - "აუდიტის სამსახური სწავლობს სავარაუდო ხარვეზებს, რომელიც შესაძლოა, იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში" - კვირის პალიტრა

ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინების დანაკლისზე - "აუდიტის სამსახური სწავლობს სავარაუდო ხარვეზებს, რომელიც შესაძლოა, იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში"

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახური დაასრულებს მოკვლევას დაკარგულ ვაქცინებზე და ასევე, მიმდინარე მარაგების მართვის შესახებ, ინფორმაციას საზოგადოებას გააცნობს.

"აუდიტის სამსახურს მოკლვევა არ დაუსრულებია, ის არის პროცესში და სწავლობს არსებულ სავარაუდო ხარვეზებს, რომელიც შესაძლოა, იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ასევე, ის სწავლობს რესპუბლიკური საავადმყოფოში მიმდინარე მარაგების მართვას, თუმცა ჩვენ მივიჩნიეთ, რომ მნიშვნელოვანია ასევე ქსელის სრული შესწავლა, იმისთვის, რომ გაკონტროლდეს ყველა ის მარაგი, რომელიც დღესდღეობით არის ძებნაში. მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახური დაასრულებს მოკვლევას, ჩემი თხოვნით, ის საზოგადოებას დასკვნას თვითონ გააცნობს", - განაცხადა ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.