"ფილმი "მიმინო" გამახსენდა: "პამაგუ ჩერეზ 5 ლეტ", ღარიბაშვილის გამოსვლა დაახლოებით ასე იყო" - კვირის პალიტრა

"ფილმი "მიმინო" გამახსენდა: "პამაგუ ჩერეზ 5 ლეტ", ღარიბაშვილის გამოსვლა დაახლოებით ასე იყო"

"ჩვენ ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა მოვისმინეთ, რომელმაც გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს პლენარულ სხდომაზე ძალიან მწვავე გამოსვლა ექნება, კონკრეტული ციფრებითა და ფაქტებით.

"მიმინო" გამახსენდა: "პამაგუ ჩერეზ 5 ლეტ"... მისი გამოსვლა დაახლოებით ასე იყო. გვითხრეს, 10 წელში გეშველებათო და თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, 400 ათასი ადამიანით შემცირდება სამუშაო ადგილები, შემოსავლები 100 დოლარიდან 80 დოლარამდე შემცირდება და დემოგრაფიული პრობლემები გვექნება. თუ ასე გაგრძელდა, ქართველ ხალხს "წითელ წიგნში" შეგვიყვანენ, რადგან შობადობა მცირდება, ქორწინება განახევრებულია, შემოსავლები შემცირებულია, ახალგაზრდები ქვეყანაში არ ჩერდებიან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.