"ასწავლეთ ბავშვებს, რომ მათი სხეული მათი საკუთრებაა და არავის შეუძლია ნებართვის გარეშე მათი შეხება" - კვირის პალიტრა

"ასწავლეთ ბავშვებს, რომ მათი სხეული მათი საკუთრებაა და არავის შეუძლია ნებართვის გარეშე მათი შეხება"

მარტვილში მომხდარ საზარელ ფაქტს, 8 წლის გოგონას გაუპატიურებას, მშობლების მხრიდან განსაკუთრებული მღელვარება მოჰყვა. როგორ დავიცვათ შვილები მსგავსი უბედურებისგან, როგორ ავუხსნათ პატარას, რა არის სექსუალური ძალადობა და როგორ უნდა მიხვდეს, როდის ემუქრება საფრთხე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი დარეჯან თოლორდავა ევროსაბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელიც სწორედ ბავშვებზეა მორგებული.

"დაახლოებით ხუთიდან ერთი ბავშვი ხდება სექსუალური იძულების, ან ძალადობის მსხვერპლი. ეს ხდება ნებისმიერი ასაკის, სქესის, კანის ფერის, სოციალური კლასის და აღმსარებლობის მქონე ბავშვთან. ხშირად, დამნაშავეა ხოლმე ადამიანი, რომელსაც ბავშვი იცნობს და ენდობა. ასევე დამნაშავე შესაძლოა იყოს ბავშვი. მშობელს შეუძლია ბავშვს თავიდან აარიდოს სექსუალური ძალადობა თუ ასწავლის რამდენიმე ოქროს წესს "ქვედა საცვლების შესახებ". ეს წესები ძალიან ეფექტურია სექსუალური ძალადობის პრევენციაში. პრევენცია და დაცვა კი არის უფროსის პასუხისმგებლობა. ბავშვი არასოდესაა პატარა ამ წესების სასწავლებლად, რადგან ძალადობა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკში. ერთი შეხედვით მარტივი, თანმიმდევრული და საჭირო წესები ეხმარება მშობლებს, როგორ უნდა აუხსნან შვილებს, თუ სად არ უნდა შეეხონ სხვები, როგორ დაიცვან საზღვრები და სად უნდა ეძებონ დახმარება.

ქვედა საცვლების შესახებ წესი მოიცავს 5 მნიშვნელოვან ასპექტს:

#წესი 1. ასწავლეთ ბავშვებს, რომ მათი სხეული მათი საკუთრებაა და არავის შეუძლია ნებართვის გარეშე მათი შეხება. მათ აქვთ უფლება, უარი თქვან კოცნაზე ან შეხებაზე იმ ადამიანისგანაც,

ვინც არ უყვართ. ბავშვებს უნდა ასწავლოთ პირადი საზღვრების დაცვა, უარის თქმა, დაუყოვნებლად და მტკიცედ, დაუშვებელ ფიზიკურ კონტაქტზე. ასევე სახიფათო სიტუაციებიდან თავის დაღწევა და ნდობით აღჭურვილი უფროსისთვის შეტყობინება.

#წესი 2. არსებობს კარგი შეხება და ცუდი შეხება.

ბავშვები ყოველთვის ვერ ასხვავებენ მისაღებ და მიუღებელ შეხებას. არ შეიძლება ვინმე შეეხოს ან უყუროს სხეულის ისეთ ნაწილზე, რომელიც დაფარულია ქვედა საცვლებით და არც თვითონ უნდა შეეხოს სხვა ადამიანს სხეულის ამ ნაწილებზე. ეს წესი ეხმარება ბავშვებს დაიხსომონ ადვილად აღსაქმელი აშკარა საზღვარი: ქვედა საცვლები.

#წესი 3. კარგი საიდუმლოები და ცუდი საიდუმლოები. საიდუმლოება სექსუალური მოძალადეების ძირითადი ტაქტიკაა. ამიტომ მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ბავშვებს განასხვავონ კარგი და ცუდი საიდუმლოები. განაგრძეთ კითხვა და ნახეთ სტატია სრულად