როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29-30 ივნისს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29-30 ივნისს

29-30 ივნისს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.