"სირცხვილია, ქალბატონო, ეს" - პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, „ნაცმოძრაობის“ წევრმა რუსეთის ჰიმნი ჩართო (+Video) - კვირის პალიტრა

"სირცხვილია, ქალბატონო, ეს" - პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, „ნაცმოძრაობის“ წევრმა რუსეთის ჰიმნი ჩართო (+Video)

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" წევრმა ნონა მამულაშვილმა რუსეთის ჰიმნი ჩართო.

მამულაშვილმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერა, როდესაც ტრიბუნასთან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოდიოდა სიტყვით.

ოპოზიციონერს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მიმართა და აღნიშნა, რომ მისი ქმედება სირცხვილია.

"ბრავო! ადგილი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ! ბრწყინვალე მაგალითია. სირცხვილია, ქალბატონო ნონა. ეს კარგად აჩვენებს ყველაფერს. დამნახავი დაინახავს",- განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშზე პოლიტიკური დებატებით გაიხსნა.

სესიაზე იქნება სიტყვით გამოსვლები და პოლიტიკური განცხადებები კომიტეტების, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და უმრავლესობის ფორმატში. განცხადებებს გააკეთებენ პარლამენტის უფრაქციო დეპუტატები.

იხილეთ ვიდეო: