"მიმაჩნია, რომ ამ კედლებში, იმ აღმზრდელების პირობებში ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ ნებას" - კვირის პალიტრა

"მიმაჩნია, რომ ამ კედლებში, იმ აღმზრდელების პირობებში ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ ნებას"

მიმაჩნია, რომ ამ კედლებში, იმ აღმზრდელების პირობებში ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ ნებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, ისინი გადაყვანილები იყვნენ ალტერნატიულ ზრუნვაში

ნინო ლომჯარია - მიმაჩნია, რომ ამ კედლებში, იმ აღმზრდელების პირობებში ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ ნებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, ისინი გადაყვანილები იყვნენ ალტერნატიულ ზრუნვაში

მიმაჩნია, რომ ამ კედლებში, ამ სივრცეში და იმ აღმზრდელების პირობებში ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ ნებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბავშვები გადაყვანილები იყვნენ ალტერნატიულ ზრუნვაში, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის პანსიონში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, ის პანსიონში შესვლისას, პირველ რიგში დაწესებულების ხელმძღვანელს, მეუფე იაკობს შეხვდება.

"მაქვს მოლოდინი, რომ მოგვეცემა სრულყოფილად გავეცნოთ მიმდინარე პროცესებს და ასევე, ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას. ჩამოვედი აპარატის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებების მიმართულებით, ასევე გვახლავს ბავშვთა ფსიქოლოგი, რომ თუ ბავშვებს ექნებათ სურვილი, გავესაუბროთ. ვაპირებთ, რომ გავესაუბროთ. პირველ რიგში შეხვედრა გვექნება პანსიონის ხელმძღვანელობასთან, მეუფე იაკობთან და შემდეგ ასევე ვაპირებთ, რომ ვნახოთ, რა პროცესები მიმდინარეობს ბავშვების საჭიროებების შეფასებებთან დაკავშირებით და რას აკეთებენ სოცმუშაკები. ვიცი, რომ რამდენიმე აღსაზრდელის გადაყვანა კიდევ იგეგმება ალტერნატიურ ზრუნვაში და მნიშვნელოვანია, რომ პანსიონში დარჩენილ ბავშვებთან დაკავშირებითაც ძალიან მალე იქნას გადაწყვეტილებები მიღებული.

მიმაჩნია, რომ მართალია აღმზრდელების ნაწილმა დატოვა დაწესებულება, რომელზეც პირდაპირი ძალადობის სავარაუდო ფაქტებს მიუთითებდნენ ბავშვები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ კედლებში, ამ სივრცეში და იმ აღმზრდელების პირობებში ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ ნებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბავშვები გადაყვანილები იყვნენ ალტერნატიულ ზრუნვაში. ვფიქრობ, რომ მაინც მიმდინარეობს მათ მიმართ გარკვეული ტიპის ზეწოლა იმ აღმზრდელების პირობებში, რომლებთანაც ისინი წლებია ცხოვრობენ და რომლებსაც არ უნდათ, რომ ამ ბავშვებმა ეს კედლები დატოვონ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მათთან გასაუბრება. რა თქმა უნდა, მოლოდინი მაქვს, რომ ბავშვებმა თავისუფლად საუბარი შეიძლება ვერ შეძლონ, მაგრამ თუ საჭიროებას დავინახავთ, განმეორებითაც გავესაუბრებით, ან ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგი და სპეციალისტები ისედაც ნათლად დაინახავენ რა მდგომარეობაა", - განაცხადა ლომჯარიამ.

"ინტერპრესნიუსი"