ახალგაზრდებს, რომლებიც კოვიდ 19-ის ვაქცინას გაიკეთებენ, საბერძნეთი 150 ევროს სთავაზობს - კვირის პალიტრა

ახალგაზრდებს, რომლებიც კოვიდ 19-ის ვაქცინას გაიკეთებენ, საბერძნეთი 150 ევროს სთავაზობს

ახალგაზრდებს, რომლებიც კოვიდ 19-ის ვაქცინას გაიკეთებენ, საბერძნეთი 150 ევროს სთავაზობს

საბერძნეთის ხელისუფლებამ, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების მიზნით, ახალგაზრდების წახალისების გადაწყვეტილება მიიღო.

Reuters-ის ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებენ, 150 ევროთი დასაჩუქრდებიან. ამასთან, ისინი მობილურ ტელეფონებზე აგვისტოში ერთთვიან უფასო ინტერნეტ პაკეტს მიიღებენ.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით საბერძნეთში, სადაც დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 33%-ია, თუმცა, კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები "დელტა" ვარიანტის გამო, ქვეყნის მთავრობა ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარებას ცდილობს.