პრემიერ-მინისტრის 39 წლის იუბილე - როგორ მიულოცა მეუღლემ დაბადების დღე - კვირის პალიტრა

პრემიერ-მინისტრის 39 წლის იუბილე - როგორ მიულოცა მეუღლემ დაბადების დღე

28 ივნისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 39 წელი შეუსრულდა. პრემიერს იუბილე მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა ტორტით მიულოცა და აღნიშნულის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"დაბადების დღეს გილოცავ", - წერს ნუნუკა. ღარიბაშვილი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

მოულოდნელი გადადგომის შემდეგ, პოლიტიკაში თავდაცვის მინისტრის პოსტით დაბრუნდა. "ქართული ოცნებიდან" გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა თებერვალში მეორედ ჩაიბარა.

ღარიბაშვილისა და თამაზაშვილის წყვილი ოთხ შვილს, ნიკოლოზს, ანდრიას, გაბრიელს და ნინოს ზრდიან.

წყარო