მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.