რას აცხადებს "თბილისი პრაიდის" ჩატარებაზე პარლამენტის თავმჯდომარე? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს "თბილისი პრაიდის" ჩატარებაზე პარლამენტის თავმჯდომარე?

სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას წესრიგი, უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება და აუცილებელია, ჩვენ მაქსიმალურად მშვიდობიანად მოვახერხოთ ამ დღის, თუ ამ კვირეულის ჩატარება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ყველამ პასუხისმგებლობით უნდა შეხედოს იმ ნაბიჯს, რომლის გადადგმასაც აპირებს.

„ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელმაც ნამდვილად მიიღო უმნიშვნელოვანესი კანონი, ანტიდისკრიმინაციული კანონი და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთ ჯგუფს არ აქვს თავიანთი მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა. ვალდებულია სახელმწიფო დაიცვას წესრიგი, უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან, ხოლო ჩემი მხრიდან მნიშვნელოვბანი არის, რომ ნებისმიერი აქცია იქნება, თუ ნებისმიერი კონტრაქცია ჩატარდეს მშვიდობიანად. ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა უზრუნველყოს პირველ რიგში სამართალდამცველმა ორგანოებმა და ეს არ იქნება კარგი ქვეყნისთვის, რომ ეს გადაიზარდოს ძალადობაში. ამის მომხრე დარწმუნებული ვარ არ არის შინაგადნად არც ერთი მხარე და აუცილებელია, ყველამ პასუხისმგებლობით შეხედოს ყველა იმ ნაბიჯს, რომლის გადადგმასაც აპირებენ, რადგან ქვეყნის სახეზე ვსაუბრობთ და არავის არც ერთ შემთხვევაში არ წაადგება ძალადობრივი ქმედებები. თუ რამე ადრე მომხდარა ნამდვილად არ იყო ლამაზი და კარგი დასანახი, რადგან არ შეიძლება ვინმე მომხრე იყოს ძალადობის და აუცილებელია, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად მშვიდობიანად მოვახერხოთ ამ დღის, თუ ამ კვირეულის ჩატარება“, - განაცხადა კუჭავამ.

"ინტერპრესიუსი"